სიახლე 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს 13 09 21

ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატის თქმით, სწორედ ფოთელების აქტიური ჩართულობით მოხდება ყველა პრიორიტეტის განსაზღვრა. მუნიციპალიტეტის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე . „ ახალი ენერგიით, იდეებითა და პოტენციალით, მინდა ვემსახურო ჩემს ქალაქსა და ფოთელებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში ქალაქის განვითარებაზე იმუშავებს გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს”-აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი სტატიები