სიახლე 

დღეს ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო 15 09 21

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო, მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს -ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.

 მისი თქმით განახლდება თუ არა 4 ოქტომბერს  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში,  ეს ეპიდეიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამისთვის კი აუცილებელია კოვიდ რეგულაციების დაცვა და იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვა .

შეგახსენებთ რომ სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.

მსგავსი სტატიები