სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 1 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

შესაძლებელია თუ არა ქვეყანამ მეხუთე ტალღას თავი აარიდოს, ამ კითხვაზე ექიმებს პასუხის გაცემა უჭირთ. ექიმები აცხადებენ, რომ მეხუთე ტალღისგან თავის დაცვა მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. „თუ მიზეზი სეზონური გავრცელების მატება იქნება, მასთან ბრძოლა შეგვიძლია არსებული რეკომენდაციებითა და ვაქცინაციით. ხოლო, თუ მიზეზი ვირუსის ახალი მუტაციური შტამის წარმოქმნა გახდა, არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს გაუჭირდება მასთან ბრძოლა“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ლატარიის „აიცერი და მოიგე“ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია. საქართველოს მასშტაბით, გამოვლინდა 160 ადამიანი, რომელთა შორის 500 და 100-ლარიანი მოგებებია გადანაწილებული.

ჯამში, გათამაშდა 20 ათასი ლარი. გამარჯვებულებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეალიზაციო წერტილებს და თავიანთი მოგებები გაანაღდონ.

ჩინეთში კოვიდაფეთქების ახალი კერა გაჩნდა. ფუჯიანის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებმა ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე უნდა გაიარონ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251.

ფოთში ბოლო 24 საათში COVID-19 ის 23 ახალი შემთხვევაა. სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 7442 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7088 პაციენტი, გარდაცვლილი -85, ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 36 პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ 23 პაციენტი.

მსგავსი სტატიები