სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი. ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და მეტი სოლიდარობა იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური „ფაიზერის” მეორე დოზით 16 სექტემბერს აიცრა. იტალიის მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახადა. ახალი რეგულაცია 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 591 766 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 556 810 გამოჯანმრთელდა, 8 446 კი, გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 56 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სულ 1 610 309 ადამიანი აიცრა, დღიურად აცრილია 19 148. ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.47%-ია. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის ევექსის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 40 პაციენტი ფოთის კლინიკა ბომონდში იმყოფება 32 კოვიდ პაციენტი.

მსგავსი სტატიები