სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 20 09 21

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, კვლევებმა აჩვენეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ძლიერ იმუნიტეტს ქმნის და გეგმავენ, მოიპოვონ ნებართვა აშშ-ში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად. Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. გათამაშებულია 10 ათასი ლარი. თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზებზე, პირველ რიგში, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებთან ისაუბრებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დანარჩენი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 530 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი. სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 78,ხოლო  ფოთში COVID-19 ის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები