ფოთელმა მოჭიდავეებმა წარმატებას მიაღწიეს 20 09 21
ფოთელმა მოჭიდავების წარმატება სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე.
ელიზბარ ( ჯაბა) თურქიამ 71 კგ. წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა,ის ფინალურ ორთაბრძოლაში, სომეხ მოჭიდავეს დაუპირისპირდა.
ფოთელი სპორტსმენი, გივი ნადარეიშვილი, 58 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლი მფლობელი გახდა.
დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ ფოთელი მოჭიდავეების ჯაბა თურქიას და გივი ნადარეიშვილის წარმატება მათ მწვრთნელებს მიულოცა, როგორც მან აღნიშნა ფოთისთვის მსგავსი სპორტული მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კონსტანტინე ხუბუტიას განცხადებით, ჯაბა თურქია და ბექა სანაია, მსოფლიო ჩემპიონატზგ გაემგზავრბიან , რომელიც 15-17 ოქტომბერს საბერძნეთში ჩატარდება.