სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ექსპერტი მედიცინის საკითხებში, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი “ბუსტერ” დოზის საჭიროებას ადასტურებს. მისი თქმით, მრავალმა კვლევებმა და დაადგინა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, “ბუსტერ” დოზის გაკეთებას საჭიროებენ.

 მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოშ ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ, თუ მოსახლეობის 60% არ აიცრება

პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება საქართველოში. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. სულ ჩატარდა 1 671 295 აცრა, დღიურად აცრილია 15 096. ფოთში COVID-19 ის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები