სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის კლება დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 600 412 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 567 797 გამოჯანმრთელდა, 8 664 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. სულ ჩატარდა 1 686 412 აცრა, დღიურად აცრილია 13 962. ფოთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები