სიახლე 

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა 22 09 21

ხმაური იყო გვიან ღამით ფოთში. თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრები ადამიანები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით შენობა სადაც ცხოვრებენ ავარიულია გადახურვას და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს როგორც ისინი აცხადებენ : ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას 2013 წლიდან ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. მოსახლეობა ასევე სანიაღვრე არხებისა და ხიდ-ბოგირების მოწყობას ითხოვს აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამ სანამ ხელისუფლების მხრიდან გარანტიებს არ მიიღებენ ხელისუფლებას გზის რეაბილიტაციის საშუალებას არ მისცემენ. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მშენებარე ფირმამ პოლიცია გამოიძახა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა. მერიის წარმომდგენელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განმარტა რომ საკითხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული.

მსგავსი სტატიები