სიახლე 

მომავალი კვირიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყება 23 09 21

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით გრიპის აცრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამასთან აუციელებელია რეგულაციების დაცვა. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება.. ჯანდაცვის ინფორმაციით ოქტომბრის განმავლობაში, კერძოდ, მეორე ნახევრიდან 150 ათასზე მეტი დოზა შემოვა ქვეყანაში და რისკჯგუფები კიდევ გაფართოვდება

მსგავსი სტატიები