სიახლე 

კოლხური კულტურის მუზეუმში წლის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოვება გაიმართა 24 09 21

საქართველოში ახალი სასწავლო წელი, 15 სექტემბერს, დისტანციურ რეჟიმში განახლდა. აღსანიშნავია,რომ რეგულაცია არ შეეხო პირველკლასელებს და მათ სწავლის დაწყება,საკლასო ოთახებში შეძლეს. გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.. განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში და რა რეგულაციების დაცვა გახდება საჭირო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ. ის ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეგულაციების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას. ,,მაღალია მოლოდინი იმისა რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს, თუმცა ამისათვის კოვიდ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4% -ზე ნაკლები უნდა იყოს” განაცხადა ქორქიამ. ინტერვიუ აღსანისნავია,რომ ფოთში პედაგოგთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. სულ სკოლების თანამშრომელთა 65% აცრილია,მათ შორის პედაგოგთა 70%, ამასთან არის სკოლები სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელმა 80%-ს გადააჭარბა. ცნობილია, რომ სწავლის განახლება საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს იგეგმება.

მსგავსი სტატიები