დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 გეგმიური დასკვნითი სხდომა გაიმართა 28 09 21
დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 გეგმიური დასკვნითი სხდომა გაიმართა,რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო უფლება მოსილება საკრებულოს თავმჯდომარეს ბექა ვაჭარაძეს და საკრებულოს სხვა წევრებს შეუწყდათ.
ცნობილია რომ სხდომაზე ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს,როგორც ,,ახალგაზრდული სამსახური’’-ს უფროსმა ნონა სილაგავამ აღნიშნა აღნიშნული გეგმა გამოკითხული ახალგაზრდების შედეგად , გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია,რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 გეგმიური დასკვნით სხდომაზე, საკრებულოს წვრებმა, გასული 4 წლის მუშაობა შეაჯამეს და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.
25 სექტემბერს ფოთის, ,,ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში’’ ახალი სეზონის პირველი პრემიერა შედგა.
თეატრი მაყურებლის წინაშე მარტინ მაკდონაჰის პიესით “სილამაზის დედოფალი”-თ წარსდგა.
,,თეატრში კიდევ რამდენიმე პრემიერა გაიმართება, რომლებიც უკვე მზად არის და ვფიქრობ, რომ წარმატებული სეზონი ელოდება თეატრს და საინტერესო სანახაობა მაყურებელს” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში რეჟისორმა, ლაშა გოგნიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი კვლავ აგრძელებს მაყურებლისთვის ახალი პიესების დადგმას.ხვალ, 29