სიახლე 

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში ახალი სეზონის პირველი პრემიერა შედგა 28 09 21

25 სექტემბერს ფოთის, ,,ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში’’ ახალი სეზონის პირველი პრემიერა შედგა.

 თეატრი მაყურებლის წინაშე მარტინ მაკდონაჰის პიესით “სილამაზის დედოფალი”-თ წარსდგა.

,,თეატრში კიდევ რამდენიმე პრემიერა გაიმართება, რომლებიც უკვე მზად არის და ვფიქრობ, რომ წარმატებული სეზონი ელოდება თეატრს და საინტერესო სანახაობა მაყურებელს” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში რეჟისორმა, ლაშა გოგნიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი კვლავ აგრძელებს მაყურებლისთვის ახალი პიესების დადგმას.ხვალ, 29 სექტემბერს ფოთის თეატრში სპექტაკლი “ტკეპნა”  გაიმართება.

მსგავსი სტატიები