სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 28 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყეს, რაც აღნიშნულ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და მათ ვაქცინაციას ითვალისწინებს. ვაქცინაციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გვიმცირდება და თანდათან ვშორდებით იმ ციფრს, რაც ქვეყანას უნდა. ეს არ არის სამედიცინო სისტემის არჩევანი, რომ მინიმუმ 60% იყოს აცრილი, ეს არის ქვეყნის არჩევანი, რათა პანდემია დასრულდეს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ნორმალურ ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდებით, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 010 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი. სულ ჩატარდა 1 760 878 აცრა, დღიურად აცრილია 11 421. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, ფოთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები