სიახლე 

შავ ზღვაში ნატოს ხომალდები საქართველოსთან საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ 30 09 21

შავ ზღვაში ნატოს ხომალდები საქართველოსთან საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.ამისათვის ბათუმის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები შევიდნენ.გემები რომლებიც წვრთნეში მონაწილეობას მიიღებს, ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს წარმოადგენენ. ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი უმასპინძლებსსამინისტროში აცხადებენ რომ წვრთნები მიზნად საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების შორის ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაზრდას და საქართველოს საზღვაო შესაძლებლობებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს.

მსგავსი სტატიები