სიახლე 

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება 30 09 21

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.ასევე მუშაობას სკოლადელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაანახლებენ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. აღსანიშნავია რომ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებიღ ჩვენ ფოთის რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით ფოთის სკოლებში სწავლა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით დაიწყება და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

მსგავსი სტატიები