სიახლე 

სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების საკითხს პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს 30 09 21

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. “ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო – თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ“ განაცხადა იარაკლი ღარიბაშვილმა. ევროპარლამენტარების ნაწილი, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებს თბილისიდან დააკვირდებიან, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას არაპოზიტიურ სიგნალად განიხილავენ. უფრო მეტიც, როგორც ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, მე-3 პრეზიდენტის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ის ლიდერს ფოთში, დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ, როგორც ის აცხადებს სააკაშვილის საქართვლოში დაბრუნება აუცილებელია. აღსანიშნავია,რომ ყოფილ პრეზიდენტის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საკითხს პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ნაწილს სჯერა, რომ 2 ოქტომბრის ღამეს მიხეილ სააკაშვილი თბილისში იქნება.

მსგავსი სტატიები