სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 30 09 21

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 25% 19 წლამდე ახალგაზრდაა, 15% კი, 14 წლამდე მოზარდი. მათ გარკვეულ ნაწილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ესაჭიროება. ექიმების თქმით, რისკის ქვეშ მყოფი მოზარდები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. ამირან გამყრელიძე, სწავლის პროცესის განახლების პარალელურად, ვირუსის გავრცელების საფრთხეებს ხედავს. ის მიიჩნევს, რომ 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის პროცესის დაწყება აუცილებელია. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორი მზად არის ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გარეშე მიიღონ. მოზარდების Pfizer-ით ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება, თუმცა მანამდე სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ აიცრებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები, თუ ამის უფლება 12-დან 15 წლამდე ყველა მოზარდს ექნება. მცირე ასაკის ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება, ვაქცინაციაა ოჯახში უფროსი წევრებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ასევე უსაფრთხო გარემოში, სადაც პედაგოგები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი ვაქცინირებული იქნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. YouTube-ი საკუთარი პლატფორმიდან ყველა იმ ვიდეოს წაშლის, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ დამტკიცებული ვაქცინები არაეფექტური ან მავნეა. ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია 10 347. ფოთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები