სიახლე 

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს 02 10 21

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს. გაერთიანებული . ოპოზიციის დამკვირვებლის თქმით, უბანზე გადასატანი ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში შეიტანეს, რაც კანონდარღვევაა. ,,გადასატანი ყუთი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში , რაც არის დარღვევა ამაზე რეაგირება რა თქმა უნდა არავის არ ჰქონდა. დავწერეთ საჩივარი . ამ ყუთში მოთავსებული შედეგების გაბათილებას ვითხოვთ. უბნის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, რომ საჩივარი დაგვეწერა, მერე რა მოხდაო გვეუბნებოდა, მაგრამ ჩვენ სწორედ იმითვის ვართ ,რომ რეაგირება მოვახდინოთ და დავაფიქსიროთ ექსცესები,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირებელმა თეონა მიგინეიშვილმა. საარჩევნო უბნის თავმმჯდომარე ადასტურებს მომხდარს თუმცა განმარტავს , რომ ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან ყუთი კიდევ ორ ამომრჩეველთან იყო მისატანი.აღნიშნულ ფაქტთან დაკვაშირებით უკვე დაიწერა საჩივარი.

მსგავსი სტატიები