სიახლე 

ფოთში მერობისთვის რეგისტრირებულმა სამივე კანდიდატმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 02 10 21

დღეს, ფოთში მერობისთვის რეგისტრირებულმა სამივე კანდიდატმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს კანდიდატმა ბექა ვაჭარაძე 30-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას მისცა, მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად ჩატარდება და განვითარების შეუქცევადი პროცესი გაგრძელდება. გაერთიანებული ოპოზიციისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ის კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი მე-15-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ,,ვისაც ამ ქვეყანაში უსინდისდობა მობეზრდა და ყელში ამოუვიდა, ვისაც ამ ქვეყანაში შლეგი ოლიგარქის მმართველობა ყელში ამოუვიდა, ის მოვა რეფერენდუმზე და ხმას მისცემს “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ’’ ამის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, მისი შეფასებით , ფოთში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. პარტია “საქართველოსთვის”,მერობის კანდიდატმა გიორგი აბსარიძემ თავისი პოზიცია მე-12-ე უბანზე დააფიქსირა, ის კენჭისყრის პროცესზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. “დღეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. მე არჩევანი გავაკთე მომავალის სასარგებლოდ. მინდა მოვუწოდო ჩემს თანაქალაქელალებს, ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან თითოეული ხმა არის გადამწყვეტი. სრულიად საქართველოს მშვიდობიან არჩევნებს ვუსურვებ” განაცხადა გიორგი აბსარიძემ.

მსგავსი სტატიები