სიახლე 

ფოთში, ყველა საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა 02 10 21

ფოთში, ყველა საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო. როგორც №70 საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, უბნებზე წილისყრის პროცედურები დარღვევების გარეშე ჩატარდა. 12 საათის მონაცემებით,ფოთში ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა- 19,36%. ამ დროისთვის სულ ხმა 7950-მა მოქალაქემ მისცა. 2 საჩივარია დაწერილი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დაღვევებს უკავშირდება და ადგილზევე აღმოიფხვრა”,- აცხადებენ საოლქო კომისიაში. ინტერვიუ ცნობილია,რომ ფოთში 41 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 33 საარჩევნო უბანია გახსნილი, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება

მსგავსი სტატიები