ფოთში, ხმაური იყო მე-19-ე საარჩევნო უბანზე 02 10 21
ფოთში, ხმაური იყო მე-19-ე საარჩევნო უბანზე.
აღნიშნულ უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მე-12-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენები აღმოაჩინა.
ის ვარაუდობს, რომ ყუთში კიდევ ბევრი მსგავსი ბიულეტენი იქნება. ,, სავარაუდოდ მსგავსი ბევრი იქნება. ამბობენ, რომ ბათილად გამოცხადება ამ უბნის შედეგები. ვფიქრობ, თბილისს აწყობს ალბათ არჩევნების ჩაშლა და უნდა ყველა უბნებში ბათილად გამოცხადდეს შედეგები, ხმების დათვლის დროს ვნახავთ რა იქნება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,“-
განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლალი ბასილაიამ.
ადგილზე მივიდა საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი მარიკა გაწერელია მისი თქმით, ჩატარდა ბიულეტენების გაფუჭებისთვის გარკვეული პროცედურა და სიტუაცია განიმუხტა.