სიახლე 

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს 02 10 21

ხმაური იყო ფოთის მე-10-ე საარჩევნო უბანზე , სადაც დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის თქმით,მან შენიშნა როგორ ინახავდა ბეიჯში “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიებს და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ,,ქართული ოცნების დამკვირვებელს ბეიჯებში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო ბეიჯებში, ამოვატანიე , გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სიები“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა. აღნიშნულ უბანზე მივიდა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. ,, ინციდენტში, ორივე მხარე დამნაშავეა,როდესაც შენ ხედავ, რომ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი ერევა შენს ფუნქციებში, ან რაღაც რეკომენდაციას გაძლევს, გაითვალისწინოს უნდა უბანმა თუ კი ეს რეკომენდაცია ნამდვილად კანონის ფარგლებშია. თუ არ გაითვალისწინებს, დამკვირვებელი და წარმომადგენელი ვალდებულია დაწეროს საჩივარი. დაიწერა საჩივარი, გაგრძელდება პროცედურა, მთავარია განაცხადა სალომე როდონაიამ.

მსგავსი სტატიები