სიახლე 

მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს 05 10 21

მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით,საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწერიებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.წოწორიების ოჯახის წევრის თქმით,მისთვის მოულოდნელია მოსამართლის ეს გადაწყვეტილება. ვერიკო წოწორია იმედოვნებს, რომ გამოძიებით მისი ოჯახის წევრების უდანაშაულობა დადგინდება . არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. სახლში არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს.სხვა ოჯახის წვრები არცერთი არ დავუკითხივართ , ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ დააპატიმრონო’’ -განაცხადა ვერიკო წოწორიამ.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, ბრალდება გუშინ წარუდგინა

მსგავსი სტატიები