სიახლე 

თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან 05 10 21

თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიცია კონსულტაციებს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მეორე ტურში, საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანება და ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნაში დაეხმარება. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არცერთ პროდასავლურ პარტიასთან არ გამორიცხავენ თანამშრომლობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას და პარტია ლელოს წარმომადგენელს მაია ჩხარტიშვილს ვესაუბრეთ. ჩხარტიშვილის თქმით 2 ოქტომბერს არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა. მისი განცხადებით პარტია ,,ლელო’’ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას აპირებს და ფოთის მერობის ოპოზოციის შეთანხმებულ კანდიდატს ,გიგი უგულავას, მეორე ტურში მხარს დაუჭერს შეგახსენებთ რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ,5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება. ფოთში მერობის კანდიდატი,, ქართული ოცნება’’-დან ბექა ვაჭარაძე,ხოლო ოპოზოციის შეთანხმებული კანდიდატი გიგი უგულავა იქნება.

მსგავსი სტატიები