სიახლე 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2800 ადამიანს დაუდასტურდა 05 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2800 ადამიანს დაუდასტურდა.ყველგან, ყველა დაწესებულებაში უნდა ვეცადოთ ვაქცინაციას, სამწუხაროდ სხვანაირად ჩვენ ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა და კრიტიკულ მასად ითვლება დღეს 75-80%, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე განმარტებით, „დელტა“ შტამისთვის 60% საკმარისი არ არის და სასურველია, რომ მოსახლეობის 80% იყოს აცრილი.ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებთა კონტროლის ცენტრი აქტიურად გეგმავს სოფლის დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას და და ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბრიდან გვექნება საშუალება დავიწყოთ ვაქცინაციის მარათონი „სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, კვირის ბოლოსთვის გაეშვება ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა.„პროგრამა ითვალისწინებს ვაქცინაციაში 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მოზიდვისთვის ჩაღრმავებულ კონსულტაციას და მათ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პირის აცრა“, – განამარტა მინისტრის მოადგილემ.შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივეა, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2800 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 260 დაფიქსირდა, ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები