სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 661 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 274 პაციენტი.7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ეპიდემიოლოგების თქმით, ვაქცინაციის ტემპის კლებაა – აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.ტვინდემიის შემთხვევაში, ბატონი ამირან გამყრელიძე და მსოფლიო საუბრობს არა ახალ შტამზე, არამედ 2 სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც 1 ვირუსია COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.მისივე განმარტებით, ამის მილოდინი გასულ წელსაც იყო, თუმცა მაშინ კორონავირუსმა ყველა სეზონური ვირუსის ჩანაცვლება მოახერხა.ბრიტანეთმა საქართველო პანდემიის გამო შემოღებული ე.წ წითელი სიიდან ამოიღო. 11 ოქტომბრიდან გაერთიანებულ სამეფოში საქართველოდან და კიდევ 46 ქვეყნიდან ჩასულ პირებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, მათ გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მხოლოდ PCR ტესტის ჩატარება დასჭირდებათდღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293,შემთვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის 45 ახალი შემთვევა გამოვლინდა.ევექსის ფოთის კლინიკაში იმყოფება 22 კოვიდ პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 20.

მსგავსი სტატიები