,,კოლხეთის ეროვნული პარკი’’ კონკურსში იღებს მონაწილეობას 08 10 21
,,კოლხეთის ეროვნული პარკი’’ ტურიზმის ყოველწლიურ ეროვნულ კონკურსში ,,Welcome to Georgia’’ იღებს მონაწილეობას, ის ,,ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიები’’-ს ნომინაციაშია წარდგენილი .აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ,,კოლხეთის ეროვნული პარკი’’-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ხათუნა ქაცარავას ვესაუბრეთ,მისი თქმით ამჟამად მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი და გამარჯვებული დეკემბრის თვეში გამოვლინდება. ,, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს,რომ წელს ბევრი ადამიანი დაგვიჭერს მხარს და შევძლებთ ამ ნომინაციაში გამარჯვებას’’- განაცხადა ხათუნა ქაცარავამ. შეგახსენებთ,რომ რამდენიმე თვის უკან ,, კოლხეთის ეროვნული პარკი ‘’ იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში მოხვდა, ახლა კი ის, ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად , კონკურსზეა ნომინირებული და თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა სჭირდება, ხმის მიცემა ,,Welcome to Georgia’’-ს ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.