სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 10 21

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  1 530 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი

დღეიდან საქართველოში ვაქცინაციის მინიმალურმა ასაკმა 12 წლამდე დაიწია. 12 წლიდან ვაქცინაცია დასაშვები იქნება იმ მოზარდებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. იმუნიზაციის პროცესში ბავშვების ჩართვა მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%,-ია

კომპანია AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის რისკი შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია AstraZeneca კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიოლოგები მე-2 ტალღის მოლოდინში არიან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, ვირუსის მომდევნო ტალღა მძიმე იქნება.

ვითარების შესაძლო გართულების მიზეზად ექიმები სეზონურ გრიპებს ასახელებენ და მოსახლოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის ასეთი ტემპით წლის ბოლომდე მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 30% იქნება აცრილი. 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 239 მილიონს უახლოვდება.

106 დღიანი “ლოკდაუნის” შემდეგ, მილიონობით ავსტრალიელისთვის შეზღუდვები მოიხსნა. რეგულაციები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც ქვეყანაში მოსახლეობის 70% ორივე დოზით აიცრა.მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის მოიხსნა მალაიზიაშიც. ინგლისში კი ვაქცინის “ბუსტერ” დოზებით აცრილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან-სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142 შემთხვევა დაფიქსირდაგასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები