სიახლე 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის საგრანტო პროექტში მონაწილეობს 10 11 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობს ევროკავშირის საგრანტო პროექტში „EU4Culture”.

პროექტის EU4Culture მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის ზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. – აღნიშნული  ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემდეგი კულტურის ინსტიტუტების მიერ: გოეთეს ინსტიტუტი; ჩეხეთის ცენტრები; დანიის კულტურის ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

პროექტი ოთხ ეტაპიანია. პირველადი შესარჩევი ეტაპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა საქართველოს სხვა 4 ქალაქთან ერთად გადალახა. ამჟამად, მიმდინარეობს მეორე ეტაპისთვის მზადება.

აღსანიშნავია,რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი იწვევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საგრანტო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ჩაერთონ ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის მომზადებაში და წვლილი შეიტანონ პროექტის განვითარებაში.

მსგავსი სტატიები