სამეგრელოში სხვადასხვა დაავადებების სკრინინგი დაიწყო 12 10 21
სამეგრელოს რეგიონში, სპეციალურად აღჭურვილ მობილურ კლინიკაში 6 დაავადების ერთობლივი სკრინინგი ჩატარდება. ერთდროულად შესაძლებელი იქნება: ტუბერკულოზის, კოვიდ-19-ის, აივ/შიდსის, “C” ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტენზიის გამოკვლევა. პროექტს გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია განახორციელებს. სკრინინგს უზრუნველყოფს პროფესიონალების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, რადიოლოგი და ლაბორანტები. აღსანიშნავია,რომ სკრინინგი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება და ის სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, წალენჯიხისა და დაბა ჯვარში ჩატარდება.