სიახლე 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა 12 10 21

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა. “მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება,”-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები ,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე 14 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მასშტაბურ აქციებს გეგმავს, სახელკწოდებით ,,თავისუფლება მიშას’’რამდენად უკავშირდება სააკაშვილის განცხადება დაგეგმილ აქციებს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?!-აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით,როგორც ის აცხადებს : სააკაშვილს,საკმაოდ იშვიათი სისხლის დაავადება აქვს და მისთვის შიმშილობა სასტიკად აკრძალულია,თუმცა მიუხედავად ამისა,მან სამშობლოსთვის თავი გაწირა. ამასთან ცხვიტარია მიხეილ სააკაშვილს,საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ადარებს და ამბობს,რომ სააკაშვილი პირველი პრეზიდენტის გზას გადის.შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი აცხადებს მისი მდგომარეობა სტაბილურია,თუმცა თანმდევი დაავადებების გამო მისთვის შიმშილობა არ შეიძლება.

მსგავსი სტატიები