მოიხსნება თუ არა მე-12-ე კლასი 12 10 21
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, 2023 წლიდან, მე-12-ე კლასის მოხსნასთან დაკავშირებით. ,,მე-12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთდროულად დაამთავრებენ“, – აღნიშნული ინფორმაცია, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა, შესაძლოა, გრიფირება არ გაიაროს.აღსანიშნავია,რომ მსგავსი სახის ინფორმაცია , სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველწლიურად ვრცელდება და მოსწავლეების და მშობლების ინტერესს იწვევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას დავუკავშირდით,როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი სახის ცვლილებები არ იგეგმება და ეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციაა. შეგახსენებთ,რომ ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის თანახმად, ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ არ მიირება