სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 4775 ახალი შემთხვევა გამოვლინდაბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%,ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან მერწუმენთ, სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება – ვირუსის გავრცელების რისკები, რომ მაღალია ამას ჯანდაცვის უწყებაში ადასტურებენ. COVID-კლინიკები კვლავ მობილიზებულია მძიმე პაციენტების მისაღებად. სპეციალისტების შეფასებით, თუ აცრების ტემპი არ მოიმატებს, შედეგი მძიმე იქნება.”ჩვენ აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება კი ძალიან რთული იქნება, თუკი მოსახლეობა ვაქცინირებული არ იქნება’’ აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე. სპეციალისტების პროგნოზით ქვეყანაში შესაძლოა ვირუსის მეხუთე ტალღა მალე დაიწყოს. მედიკოსების განმარტებით რთული ვითარების განმუხტვა მხოლოდ მოსახლეობის სრული იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.,,მოსალოდნელია, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს თუ ჩვენ ვერ დავიცავთ შესაბამის რეგულაციებს,” – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.მედიკოსების თქმით, პარალელურად მდგომარეობს ამძიმებს ისიც, რომ ცირკულირებს სეზონური გრიპები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თვითნებურად კორონავირუსის გამორიცხვა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან -სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493.ფოთში გასული 24 სათის განმავლობაში კოვიდ19-ის 48 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში 46 კოვიდ პაციენტია ევექსის ცენტრალურ კლინიკაში კი 22

მსგავსი სტატიები