სიახლე 

საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურში, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ხორციელდება 13 10 21

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში, სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ხორციელდება, რომელიც საქართველოს პორტებში ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების დანერგვას, ერთობლივად საზღვაო სანავიგაციო რუკების წარმოებას და ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელთათის სპეციალური ტრენინგების უზრუნველყოფას მოიცავს.პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ჰიდროგრაფიული ტექნიკა გადაეცა, ნავსადგურებში კორეელი და ქართველი სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს ბათიმეტრიული სამუშაოები , ასევე ზღვის დონის, წყლის დინებების, სიჩქარის და სხვა მახასიათებლების კვლევა. კვლევების პარალელურად ჰიდროგრაფიული სამსახურის სპეციალისტებისათვის კორეელი ინჟინრები სპეციალურ ტრენინგებს ატარებდნენ. ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული და ოკაენოგრაფიული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეჯამებას და აუდიტს აწარმოებენ.აღნიშნული პროექტი სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) -ს ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სტატიები