სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8%. COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 240 მილიონს უახლოვდება. გასულ დღე-ღამეში რუსეთში COVID-19-ით 1000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია. სახმელეთო საზღვრებს სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ნოემბრიდან გახსნის ამერიკის შეერთებული შტატები. მონაცემების მატების გამო კი კოვიდ პასპორტების წარდგენა მოუწევთ ნიგერიაში საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს. 45 დღით ქორწილები აიკრძალა კონგოს რესპუბლიკაში. COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა. მნიშვნელოვნად დამძიმებული ეპიდვითარება და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების მოლოდინი – ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ფონზე სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. ამ ფაქტს მედიკოსები სკოლებისა და ბაღების გახსნის გამო მობილობის გაზრდას უკავშირებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კვლავ დაბალი ტემპით გაგრძელდება და მოსახლოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ მკაცრი რეგულაციების დაწესება გარდაუვალი იქნება. “დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს, ალბათ მის საწყისს ეტაპზე. ასევე გვექნება გრიპის შემთხვევების მატება და ეს კიდევ ალბათ უფრო დაამძიმებს სურათს. უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. დაავადების თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციებს წარმოადგენს კვლავ და კვლავ ინფექციის კონტროლის სპეციფიკური ღონისძიებები – პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, სათანადო ვენტილაცია და რაც მთავარია, ვაქცინაცია,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში – 401 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19ის 55ახალი შემთხვევა გამოვლინდა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 36 პაციენტი იმყოფება ,ხოლო ფოთის ევექსის კოვიდ კლინიკაში 30 პაციენტი.

მსგავსი სტატიები