სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს 14 10 21
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა წინა თვეებთან შედარებით ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა შემცირებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის 27 ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 53 ბრიგადაა მობილიზებული. აღსანიშნავია,რომ სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. დღეის მდგომარეობით რეგიონში ვაქცინირებულია 118 192 მოქალაქე, აქედან პირველი დოზით 63 844 ადამიანი, ორივე დოზით კი 54 348 მოქალაქე.