15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე, ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში იმართება 14 10 21
15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე, ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის,ჩატარდება,რომელშიც ფოთის საჭადრაკო კლუბის 4 მოჭადრაკე მონაწილეობს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორს დავით კოდუას ვესაუბრეთ.მისი განცხადებით ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’’-დან : დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა და კახაბერ კიზირია მონაწილეობენ. აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატი პანდემიის გამო ჰიბრიდული სისტემით,როგორც ონლაინ ასევე დასწრებით ფორმატში ტარდება და მასში, 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.