სიახლე 

,, თავისუფლება მიშას ‘’ – საპროტესტო აქციას ფოთელი ოპოზიციონერები შეურთდნენ 14 10 21

,, თავისუფლება მიშას ” ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყო. სამეგრელოდან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ასობით ადამიანი გაემგზავრა. დედაქალაქში ისინი კერძო მანქანებითა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით ჩავიდნენ. ფოთში, ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერებისა და მხარდამჭერების თქმით, მათი აქციაზე მისვლის მიზეზი არა მხოლოდ ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა. „თითქმის 500 ადამიანი მივდივართ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მოსაპოვებლად, მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერად, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ მიუსავლეთში, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.მოგვიანებით სააკაშვილის მხარდამჭერებ , რომლებიც კოლონით თბილისის მიმართულებით მიემართებოდნენ,სხვადასხვა რეგიონებში, გზაზე , ე.წ. ცოცხების პერფორმანსით აცილებდნენ , მოქალაქეების ნაწილი დღევანდელ აქციას ამგვარად აპროტესტებდა .შეკრებილები ამბობდნენ, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალდნენ.აღნიშნულ აქცია-პერფორმანს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმის ეს ადამინები მთავრობის მიერ, დაძაბულობის შესაქმნელად იყვნენ დაქირავებულები შეგახსენებთ,რომ დღეს 14 ოქტომბერს,თბილისში,თავისუფლების მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია, ,,თავისუფლება მიშას’’ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.

მსგავსი სტატიები