ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში,აღდგენითი პროექტის სამუშაოები დასრულდა 18 10 21
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ამასთან სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც დაწესებულებისთვის საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.
ცნობილია,რომ აღნიშნული პროექტები,2019 წელს დააანონსდა და ფონდი ,, ქართუ’’-ს მიერ 2021 წელს,სრულად გახორციელდა.