ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 20 10 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 348, გარდაიცვალა 42 პაციენტი. 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გარკვეული პაკეტი მუშავდება.როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, ვითარება ძალიან რთული იქნება.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის (COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევებში) მოწყობილი დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცე მოეწყო.ეს პროექტი (საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა – SBMMG), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ განხორციელდა.კატასტროფული ვითარება – სწორედ ასე აფასებენ ექიმები ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობას.სპეციალისტები თვლიან, რომ დადგა დრო, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. მათ ნაწილი, ასევე, თვლის, რომ მოქალაქეების დაცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება კოვიდპასპორტების, ანუ ე.წ “მწვანე საშვის” შემოღებაც, რომლის წარდგენის შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ ისინი დახურულ სივრცებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.”მდგომარეობა არის კატასტროფული ამას სხვა შეფასება ვერ მოჰყვება. ყველაფერი მოსალოდნელია შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს. რეგიონებში ადგილი არ იყოს, ქალაქი გადაივსოს. უკვე დგება ის მომენტი, რომ აცრა უნდა გახდეს სავალდებულო გარკვეული კატეგორიის მუშაკებისთვის, რომელთაც კავშირი აქვთ ბავშვებთან, სტუდენტებთან, საჯარო მოსამსახურეები და ა.შ,”- აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე.COVID 19-ის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქვეყანაში კიდევ 800 000 ორჯერ აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.მისი თქმით, საქართველოს ყველა ბერკეტი ჰქონდა პანდემია 2021 წლის ბოლოს დასრულებულიყო, თუმცა აცრის დღიური მაჩვენებლის შემცირების გამო, იმუნიზაციის ეროვნული გეგმა ვერ განხორციელდა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში 339, შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 39 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 46