ცვლილებები 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 21 10 21
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საგანმანათლებლო რესურს -ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, როგორც ქორქია აღნიშნავს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად , კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი აირჩიონ ,რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.აღსანიშნავია რომ მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან და ისტორიას, დაემატება საგნები ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სამოქალაქო განათლება. 2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატშიც ამასთნ მცირე ცვლილებები შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც