24 ოქტომბერს,ფოთის პირველობა შშმ პირთა შორის,გაიმართება 21 10 21
ფოთის, ხელბურთის დარბაზში ,24 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის პირველობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში ნარდში და შაშში ჩატარდება.ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიის, განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსსის ზურაბ ტიბუას განცხადებით, აღნიშნული ტირნირი მიზნად შშმ პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ისახავს. აღსანიშნავია რომ ტურნირში 34 ადამიანი მონაწილეობს. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები, მედლებით თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.