ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 10 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი.საქართველოში კიდევ 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21% ანდემია არასდროს დასრულდება თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება – ვირუსის გავრცელების მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე მყოფი საქართველო და ეპიდემიოლოგების შემაშფოთებელი პროგნოზები. არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში “ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ყველანაირი მაჩვენებელი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას კატასტროფულად არის მომატებული. თუ არ ვეცდებით და არსებულ მდგომარეობას ერთადერთ ბერკეტს არ დავუპირისპირებთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესი, სხვა შემთხვევაში შემოდგომის ბოლოს ქვეყანაში მივიღებთ საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას,” – ამბობს “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. “ტალღები უსასრულობამდე გაგრძელდება, თუ არ მოხდება მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვა. ვაქცინაცია არის ის პირველი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამაც უნდა დაგვიცვას ლეტალური გამოსავლისგან და ჰოსპიტალიზაციისგან,” – ამბობს ნათია გორდაძე. კორონავირუსის არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში – კახეთსა და იმერეთში. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველომ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების კუთხით, წამყვან პოზიციაზე გადაინაცვალა. “საქართველომ წამყვან პოზიციაზე გადაინაცვლა, ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ დღეს ვართ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და სამწუხაროდ, ჯერ რთულია თქმა, კიდევ უფრო გაუარესდება თუ არა მდგომარეობა, მაგრამ ის ციფრები, რომელიც გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ პროგნოზი ამ მხრივ კეთილსაიმედო ნამდვილად არ არის,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში 293შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 40