ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 25 10 21
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 942 შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლაგადატვირთული საავადმყოფოები და პანდემიის მეხუთე ტალღა ქვეყანაში – ეპიდვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია. აქტიურია 51 ათასზე მეტი შემთხვევა. კლინიკებში მოთავსებულია 6 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული, აქედან მძიმედ ითვლება 1 500-მდე პაციენტი ამ ფონზე კი, ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალი რჩება. მედიკოსები არ გამორიცხავენ დაინფიცირებულთა რაოდენობის გასსამმაგებასაც და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. “შესაძლებელია დღევანდელი ციფრი გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს კიდეც. ჯობია რომ ზრდასრული მოსახლეობა აიცრას, რათა ნაკლები დანაკლისით გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან”, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ვირუსს გასულ დღე-ღამეში ათასი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთში, სადაც ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება. დღეიდან შეზღუდვები დაწესდება რუმინეთშიც, დაწესებულებების ძირითად ნაწილში კოვიდ-პასპორტის წარდგენა იქნება სავალდებულო.10 საათიდან კი კომენდანტის საათი ამოქმედდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა ქვეყანა არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას დაიწყებს.„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას. ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური საშუალებები და ეფექტური სამედიცინო ინსტრუმენტები. თუმცა, მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 50 ათასს აღწევს, პანდემია შორსაა დასრულებისგან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 94 2ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში 129, შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 45