სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 10 21

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლაეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში დღითიდღე მძიმდება და სპეციალისტები ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტ ზრდას პროგნოზირებენ. COVID-19-თან ერთად საქართველოში ახლა სეზონური გრიპის ვირუსიც ცირკულირებს, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს.ექიმები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პანდემიისა და ახლა უკვე “ტვინდემიის” სამართავად საქართველოს მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვა და იმუნიზაციის გაფართოება დაეხმარება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული ახალ საშიშ შტამი – AY.4.2 ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია.ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესი მოჰყვება.მისი თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.საქართველოს მეზობელ ქვეყნებში თურქეთი ერთადერთია, სადაც მოსახლეობის 50%-ზე მეტია აცრილი კორონავირუსის ორივე დოზით. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს – 7,1%.დღე-ღამის განმავლობაში, ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული რუსეთში გარდაიცვალა, ყველაზე ნაკლები – აზერბაიჯანში.ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 378,შემთვევა დაფიქსირდა. გასული 24საათის განმავლობაში ფოთში 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 46

მსგავსი სტატიები