ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 27 10 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 42 გარდაიცვალა . 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ.
სავარაუდოდ ნოემბერი ჰოსპიტალური სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებას და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.
“ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია’’განაცხადა
მარინა ენდელაძემ.
აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება – იღუპება აუცრელი ადამიანი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, მან ასევე აღნიშნა, რომ დელტა შტამი უფრო გადამდებია.„ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის, ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.
კორონავირუსის 4 377 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში 279, შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 34 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 47