სიახლე 

ფოთის თეატრსა და ანტალიის თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება 27 10 21

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი და თურქეთის სახელმწიფო თეატრების გენერალური დირექტორის თანაშემწე, ემრე ბაშერი საქმიანი ვიზიტით ანტალიის სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ, სადაც აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, ირადა გაზელოვამ სპექტაკლი ,,ვიზიტორი“ დადგა. თუნჯერ ჯუჯენოღლუს ამავე პიესაზე მუშაობა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო,  სწორედ ამ სპექტაკლზე მუშაობა გახდა ორ თეატრს შორის კულტურული თანამშრომლობის საფუძველი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რამაზ იოსელიანს ვესაუბრეთ მისი განცხადებით სპექტაკლი ,,ვიზიტორი“ ორი სახელმწიფოს დრამატულ თეატრებში იდგმება ერთი რეჟისორის მიერ. სწორედ ამის შედეგი იქნება ის, რომ ორ თეატრს – ფოთის სახელმწიფო თეატრსა და ანტალიის სახელმწიფო თეატრს შორის დაიდება თანამშრომლობის მემორანდუმი. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ მემორანდუმი ახალი თეატრალური და კულტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს, რაც  თურქ და ქართველ ხალხს შორის კულტურულ თანამშრომლობას გაამყარებს.

მსგავსი სტატიები