ქართულმა ოცნებამ, წინასაარჩევნოდ, თბილისში შემაჯამებელი აქცია გამართა 27 10 21
დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩავიდნენ.,,ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.„დღეს, ჩვენ აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობა არასოდეს დაუშვებს იმ შეცდომების გამეორებასა და იმ წარსულის დაბრუნებას, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო. მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს – სხვა ლიდერებმაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.”ქართული ოცნების” აქციაზე, ამ დილით, ფოთიდან 1000- მდე ადამიანი გაემგზავრა. ორგანიზატორების ინფორმაციით ისინი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან და თბილისში ღირსების დასაცავად მიდიან.შეგახსნებთ,რომ ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდა,შეკრებაზე მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩავიდნენ.