ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 28 10 21
საქართველოში კორონავირუსის 1 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 45 ადამიანი გარდაიცვალა. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.69%-ია.
გართულებული ეპიდვითარებისა და კოვიდკლინიკებში გახშირებული მიმართვიანობის ფონზე, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალია.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს, მინიმუმ, 7-8 თვე დასჭირდება, რომ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.,მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში ვაქცინაციის მარათონს იმედით უყურებენ, რადგან რეგიონების მოსახლეობას პროფესიონალები დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
როგორი იქნება კოვიდის მეხუთე ტალღის პიკი, რას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში – სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპით გააგრძელებს გავრცელებას – ქვეყანაში სულ მალე საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება. მედიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ აცრისა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 245 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღწევს.
გაზრდილია ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ევროპაში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია ახალგაზრდებშიც.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ. ბელგიაში სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში კოვიდპასპორტების წარდგენა. მზარდია ინფიცირების მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში, ლატვიასა და უნგრეთშიც. ვირუსის პრევენციის მიზნით კი შვედეთში მედ პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ პირებს ბუსტერ დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. კვლავ რთული მდგომარეობაა ახალ ზელანდიაში. ქვეყანაში შეზღუდვების სრულად მოხსნა მხოლოდ მას შემდეგ იგეგმება, რაც მოსახლეობის 90% აიცრება. დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 502ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 48